მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა პროდუქტების დეფიციტის საფრთხე?

BM.GE
17.03.22 13:17
590
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად სურსათისა და საკვების საერთაშორისო ფასები შეიძლება 8%-დან 22%-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გაავრცელა. როგორც ფაო წერს, 2022-დან 2023 წლამდე მოშიმშილე ადამიანების გლობალური რიცხვი სავარაუდოდ 8 - 13 მილიონით გაიზრდება. 

FAO-ს განმარტებით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა მეხუთე ადგილზეა. ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ, ხორბლის და სიმინდის კი 14-4%-ს, რაც მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის მესამედზე მეტს წარმოადგენს.

ცხადია, როცა ომში საკმაოდ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორი ორი უდიდესი ქვეყანაა ჩართული, ეს ბევრ ქვეყანას შეუქმნის პროდუქციის დეფიციტის საფრთხეს. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე 30 ან მეტი პროცენტით არიან დამოკიდებულნი და ასეთი ფაოს ანგარიშით 50 ქვეყანაა.

მოხვდება თუ არა ამ სიაში საქართველო და რა საფრთხეები არსებობს პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით?

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ივა ჭყონია - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;