მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის იუბილე

BM.GE
06.07.20 09:40
780
2014 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოში. კომპაქტის ძალაში შესვლის იუბილის აღსანიშნავად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, მაგდა მაღრაძეს შორის ვიდეო კონფერენცია შედგა, სადაც განიხილეს გაწეული ინვესტიციის მდგრადობა და ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ. რას გულისხმობს აღნიშნული კომპაქტი და როგორია მისი შედეგები?