მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

BM.GE
23.09.20 18:38
656
აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი, საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს. დიპლომატები წერენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რის გამოც EBRD-ის შეფასებით წელს ქვეყნის მშპ 5.5%-ით შემცირდება. გასული ათწლეულის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4-5 პროცენტით იზრდებოდა, თუმცა უმუშევრობა კვლავ აქილევსის ქულს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნის რაიონებში კი სიღარიბე განსაკუთრებით გავრცელებულია. “ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს ახალ ინვესტიციებს, თუმცა კანონის უზენაესობაში არსებული ხარვეზები, დავების მოგვარების სისტემის ნაკლოვანებები, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება,”- ნათქვამია სტატიაში. ასევე დიპლომატები წერენ ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე, რომელთა განვითარებასაც მათი შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს, საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზე.