მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი

BM.GE
15.07.20 09:16
1054
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება „ათასწლეულის ფონდის“ მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, წლევანდელი გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის NASA-ს კოსმოსური ცენტრის სასწავლო პროგრამაში. გამარჯვებული გუნდის გამგზავრება დაგეგმილია მომავალ წელს, მას შემდეგ რაც პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა დასტაბილურდება.