მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუქციონები СFD მექანიზმით - რას მიენიჭება უპირატესობა?

BM.GE
08.02.23 16:47
235
მთავრობა СFD მექანიზმით ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობისთვის აუქციონების გამოსაცხადებლად ემზადება, თუმცა პირველი აუქციონის გამოცხადებამდე საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებები გრძელდება, მათ შორის, დაზუსტდა ერთი და იმავე საპროექტო არეალში რა შემთხვევაში მოხდება ორი ან მეტი წინადადების განხილვა. ცვლილების მიხედვით, ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის ენერგეტიკული მოდელით შემოთავაზებული სავარაუდო გამომუშავება იქნება უფრო მაღალი. თუ აუქციონის გამოცხადების დღიდან დაინტერესებულ პირთან ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სამინისტროს მიმართავს სხვა დაინტერესებული მხარე იმავე საპროექტო არეალში აღნიშნული მიმართვა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე საპროექტო არეალზე ამ დადგენილების მიხედვით წარდგენილი განაცხადი არ იქნება შერჩეული აუქციონის კომისიის მიერ ან ნებისმიერი სხვა მიზეზით იმავე საპროექტო არეალში განაცხადის წარმდგენ პირთან არ გაფორმდება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება. როგორ ემზადება სექტორი თამაშის ახალი წესებისთვის და რა განმარტებები მიიღო ეკონომიკის სამინისტროსგან პრობლემურ საკითხებზე ბიზნესმა?

სტუმარი: გიორგი მარგებაძე - "მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი