მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიცვალა - როგორ იქნება დაცული მესაკუთრეთა უფლებები?

BM.GE
06.02.23 16:39
380
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო. რას ითვალისწინებს საკრებულოს დადგენილება და როგორ იქნება დაცული მესაკუთრეთა ინტერესები?

სტუმარი: უჩა ზაქაშვილი - სამშენებლო სამართლის დოქტორი;