მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დამტკიცდა

BM.GE
21.11.19 09:24
1386
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგი დაამტკიცა. 2019 წლის ოქტომბრის ბოლო კვირიდან 2020 წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში რეგულარულად შესრულებული რეისების რაოდენობა 375-ს შეადგენდა. ავიარეისები 2 ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით). თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომელსაც ოპერირებას ტავ ჯორჯია უწევს რეგულარული სამგზავრო რეისები 37 მიმართულებით განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2019-20) 30 მიმართულებით შესრულდება.

ტავ ჯორჯიას მართულ კიდევ ერთ აეროპორტში ბათუმში საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები ამ მონაცემებით 6 მიმართულებით იქნება.