მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილებში კატალიზატორის ქონა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება

BM.GE
13.09.22 13:49
490
მძღოლებმა, რომელთა ავტომობილებს კატალიზატორი არ აქვთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი უნდა დაიწყონ. ასეთი ბოლო მონაცემით ქვეყანაში პოტენციურად 200 000 ავტომობილია, ყოველ შემთხვევაში ზაფხულის მონაცემებით სწორედ ამდენ ავტომობილს არ აქვს სავალდებულო ტექინსპეტირება გავლილი. 2025 წლიდან კატალიზატორის ქონის გარეშე ავტომობილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის და ეს ვადა, ალბათ აღარ გადაიწევს. 

კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ამ დროისათვის მოქმედი კანონით, კატალიზატორის არსებობა ტექდათვალიერების გავლისთვის აუცილებელია იმ მანქანებისთვის, რომლებიც 2020 წლის შემდეგაა განბაჟებული. 

რას შეცვლის რამდენჯერმე გადადებული მოთხოვნის ამოქმედება მოძველებული ავტოპარკის მქონე ქვეყანაში და რა მასშტაბის შეიძლბა იყოს იმ ავტომობილების რაოდენობა რომლებსაც კანონთან შეუთავსებლობის გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნებათ.