საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხადრაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნება საშუალება დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, მიიღონ საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. ამასთან საქართველოს ბანკის ბიზნეს კლიენტებს ახალ სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. მათ ექნებათ ასევე შესაძლებლობა დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით.