მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ციფრული ასისტენტი

BM.GE
25.02.20 10:00
624
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ახალი ციფრული ასისტენტი დაინერგა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მრავალფეროვანი სასწავლო მოდულები, ქეისები და ამოცანები, ქართული ხმოვანი ასისტენტი, ავატარი, პოდკასტები და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში გაერთიანდა და სექტემბრიდან უკვე სასწავლო პროცესში მისი სრული ინტეგრირება მოხდება. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, ეს პირველი ქართული ასისტენტია, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ქართული ტექსტი წაიკითხოს და სტუდენტებს განათლების მიღების საშუალება ხმოვანი ფაილებით მისცეს.