მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ქათამაძე შესაძლოა რუსეთში აღარ შეუშვან

5d25b6cc85dcf
მიხეილ ხაჩიძე
10.07.19 17:03
875

ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს, შესაძლოა რუსეთში ჩასვლა აუკრძალონ. ინიციატივით ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი  გამოვიდა.

დუმის წევრმა განცხადება ფედერაციის საბჭოს სხდომაზე გააკეთა, საბჭოს თავმჯდომარემ, კი მას, აღნიშნული საკითხის ოფიციალურად წარდგენა და დარეგისტრირება შესთავაზა.

„ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ცხადყოფს, რომ მას სძულს რუსეთი, ამავე დროს, ჩამოდის აქ კონცერტებში გამოსავლელად და ფულის გამოსამუშავებლად, არამორალური და ცინიკურია. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, მასზე რუსეთის ფედერაციაში ჩამოსვლასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების ამოქმედდეს’’ – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.


შეგახსენებთ, მომღერალმა ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 22 ივნისს რუსეთში კონცერტში მონაწილეობაზე უარი უსინათლო, 9 წლის გოგოს გამო ვერ თქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.