მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მოთხოვნები კლინიკებს - რას ითხოვს სამედიცინო სექტორი?

BM.GE
10.05.23 11:10
208
კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. გასული წლის ნოემბერში დამტკიცდა რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც. ჯანდაცვის ასოციაცია ითხოვს, რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ძალაში შესვლა გადავადდეს. ამ საკითხზე შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა არგუმენტები აქვს კერძო სექტორს, რის გამოც საჭიროა რეგულაციების გადავადება? 


სტუმრები: ნინო კიკნაძე - ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი;
გიორგი ამბროლიანი - ევექსის რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.