07.დეკემბერი .2022 16:51

ახალი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიებისთვის - რა იცვლება?

156
უკან

სადაზღვევო სექტორი ცვლილებების მოლოდინშია - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე მოამზადა, ცვლილებების მიხედვით, იცვლება სადაზღვევო კომპანიების მართვის სტრუქტურა. სამეთვალყურეო საბჭოში გამოჩნდებიან დამოუკიდებელი წევრები, დირექტორთა საბჭოში კი არანაკლებ 3 წევრი უნდა შედიოდეს. გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის მიზნით მზღვეველები ვალდებულნი იქნებიან დაიქირაონ აქტუარები, რაც მათთვის დამატებითი ხარჯი იქნება. ასევე კომპანიებს უფლება მიეცემათ სადაზღვევო პოლისები ელექტრონული ფორმით გასცენ, რისთვისაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულება ექნებათ..რას მოუტანს საკანონმდებლო ცვლილებები სექტორს და რა არგუმენტები ჰქონდა დაზღვევის მარეგულირებელს, რითაც მთავრობა დაარწმუნა, რომ სადაზღვევო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გავრცელების დათქმა შენარჩუნებულიყო?

სტუმარი: დავით ონოფრიშვილი - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;