მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის - გივი კორინთელი საქმიან დილაში

BM.GE
28.01.20 10:33
1687
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მიკროსაფინანსოებს და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.


სტუმარი: გივი კორინთელი - "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია“, დამფუძნებელი