მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რუბრიკა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე - ლაშა ნოდია საქმიან დილაში

BM.GE
16.03.21 10:49
747
„საქმიან დილა“ ახალ რუბრიკას იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართულებით, რომელსაც იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ წარუძღვება. კომპანიის მმართველი პარტნიორი, ლაშა ნოდია და მისი გუნდის სხვა წევრები კვალიფიციურ სტუმრებთან ერთად ორ კვირაში ერთხელ მაყურებლისთვის გადახდისუუნარობის მიმართულებით ისეთ აქტუალურ და საინტერესო საკითხებს მიმოიხილავენ, როგორიცაა კრედიტორისა და მოვალის პერსპექტივიდან დანახული ფინანსური სიძნელეების გადაწყვეტის პერსპექტივები, ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესის თავისებურებები, გადახდისუუნარო მდგომარეობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა. რუბრიკის სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები, პრაქტიკოსი იურისტები და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, წამყვანები უზრუნველყოფენ საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას: თითოეული გადაცემის ანონსზე მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი კითხვა დააფიქსიროს, რომელსაც „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ სტუმრებთან ერთად აუცილებლად განიხილავს გადაცემის მსვლელობისას.

სტუმარი: ლაშა ნოდია, “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები”, მმართველი პარტნიორი