29.ნოემბერი .2021 23:35

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება

172
უკან

საქართველოში, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სათამაშო ბიზნესით ვეღარ ისარგებლებს - ასეთია იმ კანონპროექტის მიზანი, რომლის წარდგენას მთავრობა უახლოეს დღეებში პარლამენტში გეგმავს. მოსალოდნელი შეზღუდვები ასეთია - 25 წლამდე პირები ვერც ონლაინ და ვერც ფიზიკურად შეძლებენ კაზინოებით სარგებლობას; ონლაინ კაზინოების საგადასახადო ტვირთი დაახლოებით 70%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეებს სათამაშო ბიზნესით სარგებლობა აღარ შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელი იქნება სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ოჯახის წევრისთვის კაზინოებით სარგებლობის აკრძალვაც. ამ ყველაფერს სარეკლამო ბაზარზე შეზღუდვებიც ემატება. როგორ გააკონტროლებს მთავრობა კანონის აღსრულებას, ასევე რამდენად მზად არის სათამაშო ბიზნესი ცვლილებებისთვის?