მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები მკაცრდება

BM.GE
30.11.22 16:34
366
აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც გემზე კაზინოების აკრძალვას და ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებით, ყველა პირს ონლაინ თამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი თითოეული ონლაინ თამაშობების მოსაწყობად 100 000 ლარი იქნება. აზარტული თამაშობის ბიზნესს ვალდებულება აქვს 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსვლა და ნებართვების აღება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, სულ ონლაინ ფორმით 12 ობიექტი ფუნქციონირებს.როგორ ხვდება ბიზნესი გამკაცრებულ რეგულაციებს? 

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;