მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის - პროფესია - მონაცემთა ინჟინერი

BM.GE
05.05.22 15:14
493
მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის მონაცემები გროვდება, მათ გაანალიზებას კი, სულ უფრო მეტი მეცნიერი სჭირდება. მონაცემთა მეცნიერის მიზანია, კომპანიას საშუალება მისცეს, რომ გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაფუძნებით მიიღონ და არა სუბიექტური, ადამიანური აღქმების მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტილებები, კომპანიას დროს და რესურსს უზოგავს, თუმცა დღეს ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერის კუთხით, კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემაა. მონაცემთა მეცნიერის პროფესია, განსაკუთრებით მოთხოვნადი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა, ამის მიზეზი, თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიების გაძლიერებამ და მათი საჭიროების გაზრდამ განაპირობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პროფესიას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ მონაცემებზე დაფუძნებით მუშაობს, მონაცემებს კი ადამიანები, მეცნიერები მართავენ და მათზე მოთხოვნა მომავალში კიდევ ათჯერ გაიზრდება. რას გულისხმობს აღნიშნული პროფესია და რატომ არის ის ასეთი საინტერესო?