მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის: პროფესია - ფარმაცევტ-ტექნოლოგი

BM.GE
23.06.22 10:31
363
ფარმაცევტი ჯანდაცვის სისტემის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუშაკია. ფარმაკოლოგიაში სამუშაო ადგილის მიხედვით არსებობს რამდენიმე მიმართულება და დღეს ერთ-ერთ მათგანზე, ფარმაცევტ-ტექნოლოგზე უნდა გესაუბროთ, პროფესიაზე, რომელიც მუშაობს ფარმაცევტულ საწარმოში და ამზადებს სხვადასხვა დანიშნულების მედიკენტს. ის კარგად ფლობს წამლების დამზადების ტექნოლოგიას, ფარმაკოქიმიასა და სხვადასხვა ტექნიკურ საგნებს. საქართველოში მაღალი დონის ფარმაცევტული საწარმოები გვაქვს, სადაც ესაჭიროებათ შესაბამისი დონის სპეციალისტები, რომელებიც დღეს დეფიციტურია. თუმცა უფრო კონკრეტულად თუ რას გულისხმობს პროფესია ფარმაცევტ-ტექნოლოგი, რატომ არის ის საინტერესო და პერსპექტიული.

ვასილ ნატრიაშვილი - GM Pharma-ს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის უფროსი ანალიტიკოსი;
გიორგი კოპაძე - ფარმაცევტ-ტექნოლოგი;
ლევან ვარდუაშვილი - GM Pharma-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორი;