მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის ახალი წევრი - Foresight Investment Group

BM.GE
17.11.22 10:54
282
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ შეუერთდა. კომპანიას საქმიანი მაყურებელი კარგად იცნობს, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი პროფილი საინვესტიციო ფონდების მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს სექტორის დაფინანსება. კომპანიის საქმიანობა პასუხობს იმ მნიშვნელოვან გამოწვევას ქართულ ეკონომიკაში, რაც კაპიტალისა და ბიზნესის სათანადო დაფინანსების ნაკლებობას ეხება.

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
გია მორჩილაძე - Foresight Investment Group-ის აღმასრულებელი დირექტორი