მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BAG VS თხევადი გაზის ასოციაცია - რა ხდება თხევადი გაზის ბაზარზე?

BM.GE
06.05.20 19:09
893
თხევადი გაზის ბაზრის დარეგულირების შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ასოციაციის განცხადებით, ქვეყანში თხევადი გაზის იმპორტი და რეალიზაცია გადასახადებისგან თავის არიდებით მიმდინარეობს, რაც ძირს უთხრის ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. მარტში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონა ქიმიური ნაერთების იმპორტი განხორციელდა. ასოციაციას ეჭვი აქვს, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან სასაქონლო კოდი, რომლითაც ეს პროდუქტი შემოდის არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა.

თავის მხრივ თხევადი გაზის იმპორტიორ კომპანიებს ეჭვი აქვთ, რომ ბაზრის ახლებურად დაბეგვირს ინიციატივით გამოსვლით, ბიზნეს ასოციაცია მსხვილ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს ლობირებს, რადგან მათი თქმით, ტრადიციული საწვავის 5-7%-მდე წილი თხევადმა გაზმა დაიკავა და ნავთობკომპანიებს არ სურთ დომინანტი მდგომარეობის დაკარგვა. რა ხდება რეალურად თხევადი გაზის ბაზარზე და რით არის მოტივირებული ბაზრის ახლებურად დარეგულირების ინიციატივა?