07.დეკემბერი .2022 10:01

ბანკებისთვის მოგების გადასახადი იზრდება - რა გავლენას მოახდენს ცვლილება?

178
უკან

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გუშინ განაცხადა და თქვა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილების ნიადაგზე დამატებითი შემოსავლების მიღებას 2024 წლიდან ვარაუდობს. ღარიბაშვილის თქმითვე მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ორშაბათის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის რომ ბანკები მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან. 

ვისთვის იცვლება გადასახადი, არის თუ არა გაზრდილი გადასახადი თავისუფლების აქტთან წინააღმდეგობაში, მოუწევთ თუ არა საფინანსო სექტორში ინვესტორებს გეგმების გადახედვა და რას იღებს ბიუჯეტი რეალურად ცვლილებით რომელიც ერთი მხრივ მოგების გადასახადის გაზრდილ ვალდებულებას უნდა მოემსახურონ და მეორე მხრივ ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იხელმძღვანელებენ. 

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;