მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA და Meliora პარტნიორები გახდნენ

BM.GE
29.09.22 13:50
212
BARTA და Meliora პარტნიორები გახდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ანგარიშგების და გამჭვირვალობის ჯილდო - ბარტა ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora’-ს კატეგორიის: „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე“ მხარდამჭერი იქნება, თავის მხრივ Meliora BARTA-ს „საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის“ კატეგორიის მხარდამჭერი გახდა. 

ამ პარტნიორობის ფარგლებში კი, კომპანიებს, რომლებიც განაცხადს შეიტანენ BARTA-ს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა Meliora-ს ყოველწლიურ მასტერკლასს დაესწრონ. მასტერკლასს უძღვებიან კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფეროში წამყვანი და გამორჩეული ექსპერტები არიან. BARTA და Meliora ასევე შეთანხმდენ, რომ ითანამშრომლებენ საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერეგვისა და ამ საკითხზე კომპანიათა ინფორმირებისა და მხარდაჭერის მიზნით.