28.ოქტომბერი .2020 09:27

ბათუმის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70% შესრულებულია

უკან

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ანგარიშის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70%-ი შესრულებულია. კომპანიის ინფორმაციით ამ დროისათვის ​კარკასული და გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები. გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა. დასრულებულია ახალი საბარგო ლენტებისა და უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟი. კომპანიის ინფორმაციითვე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის მიწისქვედა კომუნიკაციების 70%-ი შესრულებულია. ასევე, 80%-ითაა შესრულებული მექანიკური და სახანძრო სისტემების მონტაჟი. ამ ეტაპზე აეროპორტში მიმდინარეობს სახანძრო ჰიდრანტების და სახანძრო ავტომატური საშხეფი სისტემების მონტაჟი ხორციელდება.

TAV Georgia-მ აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა გაწერილი გეგმის მიხედვით, აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შედეგად კი 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა.