29.ივლისი .2019 13:51

”ბათუმის რივიერა” - მსხვილი ინვესტიცია ზღვისპირა ქალაქისათვის

136
უკან

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერას“ სახელითაა ცნობილი, განაშენიანება იგეგმება. ამ პროექტისათვის, რომელის მშენებლობაც 3 წელი უნდა გაგრძელდეს 300 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. მიუხედავად ეკონომიკური სარგებლისა რასაც პროექტი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, თუ იმ 1000-ზე მეტი დასაქმებულისათვის მოიტანს მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს. პოლიტიკური ბრალდებების ალიაქოთში პროექტის ისტორია ასეთია.

კერძო საკუთრება 2006 წელს კომპანიამ ღია აუქციონის წესით შეიძინა. ღია აუქციონი და სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრება კომპანიას 2006 წელს 10 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, იახტ-კლუბს და დამატებით 2 ჰექტრის ფართობის პარკს. ამ ადგილზე ჯერ ტრამპ თაუერი უნდა აშენებულიყო. ცნობილი მიზეზებით, უკვე პრეზიდენტის სახელს ეს მშენებლობა აღარ დაუკავშირდა და პროექტი განახლდა.

სტუმარი: გოგა კაპანაძე - “ბათუმი რივიერას“ პროექტის ხელმძღვანელი