მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება

BM.GE
30.06.20 00:44
1008
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება. როგორც დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით და ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის. შეგახსენებთ: სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. ხოლო პროექტში კი „ტავ ჯორჯია“ 14 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.