14.ივნისი .2021 08:27

ბათუმში მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

100
უკან

11 ივნისს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Express-ის პარტნიორობით აშენდა. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.