მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში შენობის სიმაღლეს მერი განსაზღვრავს - რას გამოიწვევს ცვლილება?

BM.GE
28.06.22 13:49
279
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილება შევიდა სამშენებლო კოდექსში. ცვლილებით ბათუმის მერს ენიჭება უფლება და ეს მხოლოდ ბათუმისათვის დაშვებული შესაძლებლობაა სამშენებლო პროექტების სიმაღლეები განსაზღვროს. 

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება მთარობის თხოვნით დაჩქარებული წესით მოხდა და ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს. დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს [k2 – შენობის სიმაღლე].

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო"-ს ხელმძღვანელი;