მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა - გეგმები და პოტენციალი

BM.GE
13.01.23 11:11
468
საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა იგეგმება და ამ მიზნით მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისრაელის „ იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია, მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის 10 წლიანი გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს და სწორედ მათთან კომუნიკაციით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოებას. რამდენად რეალისტურია სახელმწიფოს ჩართულობით ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სურათის და მკურნალობის გაუმჯობესება?