მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს ... ვიდეოკამერების დამონტაჟებას ავალდებულებენ

BM.GE
01.04.22 14:20
693
საქართველოს დადგენილება ნომერი 101, მიხედვით ბაზრებს, ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, აზარტული თამაშობების ადგილებს, მომგებიანი თამაშობების ადგილებს, აფთიაქებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, სკოლებს და ა.შ. მოუწევთ 2023 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 

მთავარი მოთხოვნაა, რომ ფოტო-ვიდეოტექნიკამ მაღალი გარჩევადობა უზრუნველყოს, რასაც სჭირდება, განათება და სხვა ტექნიკური მახასიათებლები. ვიდეოკამერა უნდა იყოს ქსელური, უნდა ფარავდეს 20-მეტრინ რადიუსს, დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას და ასევე, უნდა ჰქონდეს ISO სერთიფიკატი. სხვათაშორის, დადგენილებაში მითითებულია, რომ კამერის გარჩევადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა.

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი;