მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ბანკია თუ არა საქართველოში?

BM.GE
08.05.17 12:51
1621
საქართველოში 17 კომერციული ბანკია და ხშირად გვესმის, რომ „პატარა ბაზრისთვის მეტისმეტად ბევრი ბანკია“.

ეს უკეთეს შემთხვევაში დეზინფორმაციაა, უარესში კი სიცრუა. ძალიან ადვილია, შევამოწმოთ, სად უფრო მეტი ბანკია, საქართველოში თუ ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებსა და თუნდაც მეზობელ თურქეთში? სოციალისტურ ბლოკში შემავალ ქვეყნებს კომერციული საბანკო სექტორის განვითარებაში ათეულობით წელი წყვეტა ჰქონდათ და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კერძო საბანკო სექტორის შენება, ფაქტობრივად, თავიდან მოუხდათ. ამასთან, აღნიშნული ქვეყნების ნაწილი ეკონომიკური განვითარებით დაახლოებით საქართველოს დონეზეა და მათთან შედარება ამ მიზეზითაც გამართლებულია. თუ მართლაც რა რაოდენობის ბანკია ეს ადვილი შესამოწმებელია, ვნახოთ ერთ მილიონ მოსახლეზე რამდენი ბანკია. აგრეთვე, რამდენი ბანკი მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველ ერთ მილიარდ დოლარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენი ბანკი ემსახურება ერთი მილიარდი დოლარის მშპ-ის შექმნას. ამასთან ერთად, ქვეყნის კომერციული ბანკების განვითარების დონესა და პოტენციალს კარგად ასახავს საბანკო სექტორის აქტივების მშპ-სთან ფარდობა. სამივე ინდიკატორი უჩვენებს, რომ საქართველოს პოსტსოციალისტური ბლოკის ქვეყნებში ბანკების რაოდენობით საშუალო ადგილი უჭირავს.