მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსმა Heineken Holding-ის აქციების 3.76% იყიდა

BM.GE
24.02.23 11:37
182
ამერიკელმა მილიარდერმა, ბილ გეიტსმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken Holding-ის 3.76%-იანი წილი შეისყიდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აცხადებს, ლუდის დიდი მოყვარული სულაც არაა. როგორც ნიდერლანდების ფინანსური ბაზრების განყოფილების (AFM) განცხადებიდან ირკვევა, Microsoft-ის დამფუძნებელმა აქციები ორშაბათს შეიძინა. გეიტსმა კომპანიაში 3.76%-იანი წილი მექსიკური FEMSA-სგან შეიძინა, რომელიც Heineken Holding-ის მის საკუთრებაში არსებულ აქციებს ყიდის. საცალო ვაჭრობის მექსიკური გიგანტი FEMSA საკუთარ წამყვან ბიზნესსა და ციფრულ ოპერაციებზე ფოკუსირებას გეგმავს, Heineken-ში კი თავის წილს 15%-დან 8%-მდე ამცირებს.