მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილაინი თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

BM.GE
03.04.20 00:31
1169
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ბილაინი თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან ახორციელებს. კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. „ბილაინმა ახალი კორონავირუსის გაჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებიები და დღესაც აქტიურად განაგრძობს. “ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობაზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით, ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე სატელეფონო ცენტრით.” - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.