მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინები გუდაურში - საქართველოს ბანკისა და "რედ კო"-ს ერთობლივი შეთავაზება

BM.GE
07.10.19 18:17
952
საქართველოს ბანკისა და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“-ს ერთობლივი შეთავაზება მათთვის - ვისაც გუდაურში ბინის შეძენა სურს. მომხმარებელს, რომელსაც სურს ინვესტიციის სახით უძრავი ქონების შეძენა, საშუალება ეძლევა ისარგებლოს საინვესტიციო, გამარტივებული ლარის ან მის შემოსავლებსა და სურვილებზე მორგებული სხვა ტიპის იპოთეკური სესხით; კომპანია „რედკო“ კი მათ სთავაზობს გარემონტებულ ბინებს ახალ გუდაურში, თეთრი კარკასის ფასად. რედკოს ინფორმაციით, გუდაური წლებთან ერთად სულ უფრო პოპულარული კურორტი ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ნაყიდი ბინის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სწორად განხორციელებული ინვესტიციაა.