19.სექტემბერი .2019 09:26

“Bitfury” ფასების ონლაინ გამოქვეყნებას იწყებს

152
უკან

Bitfury პროდუქციის ფასების ონლაინ გამოქვეყნებას იწყებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ფასს მომხმარებელს ონლაინ სთავაზობს. მცირე და საშუალო ბიზნესებს უკვე შეუძლიათ Bitfury-ს უახლესი მაინინგ სერვერის ფასის შემოწმება კომპანიის ვებ–გვერდზე. ახალი სერვერი Clarke –ის ბაზაზეა შექმნილი. Clarke-ი ბიტკოინის მოპოვებისთვის ყველაზე ძლიერ ჩიპებს აწარმოებს. განახლებული სერვისით მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ–გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ Bitfury-ს გაყიდვების წარმომადგენლებს და შეიძინონ პროდუქცია.