მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტი 2020 -ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ლარის კურსი - საბიუჯეტო განხილვის თემები

BM.GE
05.10.19 01:28
1274
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაწყებულია. როგორც მთავრობის მეთაურმა რიგგარეშე სხდომაზე გვამცნო, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები იზრდება 1.2 მლრდ ლარით 14.2 მლრდ ლარამდე. იზრდება პენსიები და ასევე, ხელფასები პედაგოგებისთვის, სოფლის ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის. ამასთან, მთავრობის გათვლებით, მომავალ წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც პრემიერის და ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ამბიციური განაცხადია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დოკუმენტი დღეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ლარის კურსი - ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რაც საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს აწუხებთ. რა კითხვები დაისვა პარლამენტარების მხრიდან და რა პასუხები ჰქონდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს?