16.ოქტომბერი .2020 18:50

ბიუჯეტი 2021 - რა რეკომენდაციები აქვს სებ-ს და აუდიტის სამსახურს?

126
უკან

მართალია, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, მაგრამ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტს მაინც უწევს. დღეს სწორედ ამ პროცესს ვადევნებდით თვალს და ვნახეთ, რომ დოკუმენტი მოწონებულია იმ დათქმით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა, რადგან ის, ჯერჯერობით, არ მოიცავს არც კოვიდ19-ის გამო ჯანდაცვისთვის გასათვალისწინებელ სავარაუდო ხარჯებს და არც ბიზნესის საგადასახადო შეღავათებისთვის თუ სხვა სოციალური მიმართულებით გასაწევ ხარჯებს. ამაზე გუშინ პრემიერმა კონკრეტული არაფერი თქვა, მაგრამ ბიემჯის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერას გაგრძელებს და ასევე, კომპენსაციებს გასცემს მოქალაქეებისთვის, თუ კრიზისი გაღრმავდა. მოკლედ ეს ხარჯები ბიუჯეტში ჯერჯერობით არ ჩანს.