02.დეკემბერი .2019 18:47

#ბიუჯეტი2020 - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14 მილიარდ 433 მილიონ ლარს შეადგენს

უკან

პარლამენტი ბიუჯეტის დამტკიცების მოლოდინშია. 2020 წლის მთავარი გამოწვევები მაინც გაზრდილი სოციალური ვალდებულებებია, რაც ძირითადად პენსიისა და ხელფასების ზრდას მოიცავს. ყველაზე მეტ თანხას მომავალ წელს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროები დახარჯავენ. საერთო ჯამში კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14 მილიარდ 433 მილიონ ლარს შეადგენს. მომავალ წელს მთავრობა 5-ის ნაცვლად, 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

სტუმარი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე