მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის

BM.GE
22.07.20 11:07
1374
ქალების როლი ეკონომიკის გაძლიერებაში და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში ნებისმიერი და მით უფრო განვითარებადი და მესამე ქვეყნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის მიღმა, მაშინ როცა პოსტპანდემიური პერიოდის წინაშე დადგება მსოფლიო დოვლათის სწრაფი შექმნისთვის სწორედ ქალების ჩართულობა და კიდევ უფრო გააქტიურება იქნება მნიშვნელოვანი. სავალუტო ფონდის გასული წლის კვლევის მიხედვით, დასაქმებული ქალების კომპეტენცია და პროფესიული უნარ-ჩვევები დამსაქმებელს იმაზე მეტ სარგებელს აძლევს, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა. ლაგარდის განმარტებით, მეტი ქალის დასაქმებას შედეგად მოჰყვება მეტი ზრდა, უთანასწორობის შემცირება, ეკონომიკის გაჯანსაღება, მეტი ორიენტაცია მრავალფეროვან ექსპორტზე.

სამწუხაროდ რეალობა ყოველთვის უკედეს შედეგზე ორიენტირებული არ არის და ეს სწორედ პანდემიამ გამოაჩინა კიდევ ერთხელ. კორონავირუსმა უმუშევართა რიცხვი რომ ყველგან გაზარდა ეს ფაქტია, თუმცა რიცხვები განვითარებული ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიდანაც აჩვენებს, რომ კრიზისში უფრო მეტი ქალი დარჩა უმუშევარი ვიდრე კაცი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის აქტიურობა, მუდმივი ჩართულობა და მათ შორის იმ შანსების გამოყენება რაც ქალების აქტიურმა დასაქმებამ და თანაბარი პირობების შექმნამ ცალკეული კომპანიისთვის თუ ჯამში ქვეყნისთვის უნდა მოიტანოს. ერთ ერთი საუკეთესო მაგალითი ამ მხრივ ჯიპიაი ჰოლდინგია, რომლის დასაქმების პროგრამებიც ყოველწლიურად არაჩვეულებრივ შანსს აძლევს ყველას. კომპანიამ ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა, რომელიც სწორედ ქალთა გაძლიერებისკენ იყო მიმართული და ამ მიმართულებით მუშაობას კომპანია მომავალშიც ინტენსიურად აპირებს.

სტუმარი: თინა სტამბოლიშვილი - GPI კომუნიკაციების დირექტორი