08.მარტი .2021 23:21

ბიზნესი GMP/GDP სტანდარტზე გადასვლის გადავადებას ითხოვს

110
უკან

მეორე წელია ფარმაცევტული სექტორი მთავრობას GMP და GDP სტანდარტზე გადასვლის გადავადებას სთხოვს. ის, ვინც კარგი საწარმოო პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამის სტრუქტურებს უკვე წარუდგინა ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა, თუმცა მთავრობა ჯერ კიდევ პოზიციას არ თმობს. როგორც მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის გაწერილი, ყველა ფარმაცევტუმა საწარმომ ახალი სტანდარტის მოთხოვნები 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა დააკმაყოფილოს. რა წინადადება აქვს ბიზნესს და რა პოზიციაზეა მთავრობა?