მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი პოლიტიკური არასტაბილურობის და კრიზისის პირობებში - იაგო ბიტარიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
19.02.21 10:16
397
გიორგი გახარია წავიდა ირაკლი ღარიბაშილი მოდის. ვიდრე გუშინ ქართული ოცნების ოფისში უკვე მეორედ მეორე მოსვლის ამბავს მედიას და საზოგადოებს გააცნობდნენ ბიზნეს მედიამ ბიზნესის შეფასებების მოკითხვა დაიწყო. რას ელის ბიზნესი და რა გამოწვევები დახვდება ახალ პრემიერს. ვერსიები მთავრობის მომავალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ვიდრე ჯერ მხოლდო ვერსიები იყო ბიზნესი სურვილებზე საუბრობდა. პანდემია, ვაქცინაცია და ეს ორივე ქვეყნის ეკონომიკის ჭრილში ნომერ პირველი საკითხი იყო - თემა და საკითხი უცვლელი დარჩა და ადრესატი ნაცნობია და 2 წლიანი პრემიერობის გამოცდილება კერძო სექტორსაც უფრო მეტის თქმის და წინასწარი განწყობების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. პერსონალიებს მიღმა - რა არის დღეს ქვეყნის მომავალი პრემიერისთვის ნომერ პირველი ამოცანა?

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - მეღვინე