01.აპრილი .2021 12:47

ბიზნესი პოზიტიურ მოლოდინებს ინარჩუნებს - რა აჩვენა #BAG​-ის ინდექსმა?

უკან

BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინის კომბინაციაა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის მიხედვით, წლის დასაწყისში გაუმჯობესდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება, თუმცა მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიური რჩება. ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ანგარიშში სეტორების მიხედვით არის დაყოფილი განწყობებიც და მოლოდინებიც და იქვე ნახავთ, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორებში განსაკუთრებული სიურპრიზები არ არის და ჩამონათვალშია სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სპეციალისტების ნაკლებობა. რა ტენდენცია ჩანს უმსხვილესი
ბიზნესგაერთიანების წევრები გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული კვლევის მიხედვით?

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი