17.ივლისი .2020 18:25

ბიზნესი რეგულაციების ერთი წლის გადავადების ინიციატივით გამოდის - ზვიად სხვიტარიძე ანალიტიკაში

343
უკან

გუშინ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით ბიზნესსა და მთავრობას შორის გამართული დიალოგის შემდეგ, ერთმა ძალიან საინტერესო მოსაზრებამ თუ ინიციატივამ გაიჟღერა, რომელიც ანალიტიკას, ცხადია, არ გამორჩენია. ინიციატივა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გაახმოვანა და თქვა, რომ რეგულაციების 1 წლით შეზღუდვა ბიზნესისთვის დიდი შვება იქნებოდა.

რამდენადაც მოვიკვლიეთ, ამ თემაზე ბიზნესი პარლამენტთანაც აპირებს კონსულტაციების გამართვას და სამუშაო ჯგუფის შეკვრას და ეს ინიციატივა, შესაძლოა, სულ მალე რეალურად დადგეს უფრო ფართო განხილვის დღის წესრიგში.

ბიზნესი უკვე კარგა ხანია ბაზარზე განჭვრეტადობის პრობლემაზე ღიად საუბრობს. კოვიდ-19-ის პირობებში კი ამას არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური გაურკვევლობაც ზედ ერთვის. ბოლო პერიოდში თამამად შეგვიძლია გავიხსენოთ ჯანდაცვის სექტორი, სულ ახლახან ელექტრონული კომუნიკაციების სექტორი და ყველაზე ადრე თამბაქოს სექტორი - ყველა ეს ინდუსტრია მხოლოდ ერთს ითხოვს: რეგულაციების გზამკვლევის თუ სამოქმედო გეგმის არსებობა, მეტი კომუნიკაცია და რეგულირების გავლენის წინასწარი შესწავლა იგივე RIA.

ერთი წლით ახალ რეგულაციებზე მორატორიუმის დაწესებამ, შესაძლოა, სწორედ ამ მიმართულებებით მეტ კომუნიკაციას შეუწყოს ხელი და შედეგად - კერძო სექტორს ახალი რეგულაციების შემოღებისთვის უფრო გამართული ინსტიტუციური ჩარჩოც მოუტანოს.

სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - BAT; კორპორატიული დირექტორი