მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი VS პლასტმასით დაბინძურება

BM.GE
19.01.22 10:31
247
მსოფლიოს გიგანტური კომპანიები, რომელთა რიცხვი 70-ს აჭარბებს და თანაც რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია, პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის გაეროს გარემოსდაცვითი ანსამბლეის კონფერენციაზეა ჩანიშნული. ინიციატივა გულისხმობს პლასტმასის წარმოების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება და ეს ყველაფერი სერიოზულ ზიანს გამოიწვევს მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხითაც. რა წერია ხელშეკრულებაში, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები გააერთიანა და რამდენად ქმედითი იქნება ეს ინიციატივა პრობლემის აღმოსაფხვრელად?