მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ნეთვორქინგის შესაძლებლობა

BM.GE
30.09.19 11:35
1340
2-3 ნოემბერს, ნეთვორქინგ ღონისძიება ბრუნდება. Networking GeorgiaBene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება. პროექტი არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლას ემსახურება და ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდეწარმომადგენელს გააერთიანებს.

ინოვაციური პროექტი „Networking Georgia” პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ნოემბრის დასაწყისში კი ღონისძიების ფარგლებში მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.

სტუმრები: რატი გელაშვილი - "Networking Georgia", პროექტის ხელმძღვანელი;
ქრისტინე მალანია - პრაქტიკული კურსის "რასაც არ გასწავლიან", ხელმძღვანელი