მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესის თავიდან დაქოქვა” - სარესტორნე ბიზნესმა ორი წელი შეაჯამა

BM.GE
06.02.22 15:48
371
კულიარიაზე საუბარს ვაგრძელებთ, როგორც ფორბს კვირის მთავარ თემაზე. “რესტორატორთა ასოციაციის” მონაცემით, საქართველოს მასშტაბით 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს 80%-ით ნაკლები კვების ობიექტი ფუნქციონირებდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ქართულ ტრადიციულ რესტორნებს შეექმნათ, იმიტომ რომ ქვეყანაში ღონისძიებები აღარ იმართება. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაში ამბობენ, რომ “გასულ ორ წელში სექტორმა თანამშრომლების 60-70% დაკარგა, თუ ამ დრომდე ობიექტს 8-10 მიმტანი ჰყავდა, ახლა მაქსიმუმ 3-4 მიმტანი ჰყავს. ამ ბიზნესში, პრობლემებიდან ყველაზე მეტად გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის აღდგენა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და გაურკვეველი ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების არმიღებაა.