მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენები პარლამენტში

BM.GE
22.02.22 11:04
460
საქართველოს კანონმდებლობით, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. 

ქართულ რეალობაში ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს წევრები პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ბიზნეს აქტივებს ოჯახის წევრებზე ან მათთვის სანდო პირებზე აფორმებენ და ეს პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებას სულაც არ ნიშნავს ამა თუ იმ სამეწარმეო საქმიანობების მიმართ, თუმცა ფაქტები რომ ასეთი ფორმალური გადაფორმებებიც არ ხდება ფაქტად რჩება. საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის 67 აქვს ბიზნეს ინტერესი. მათ შორის 56 დეპუტატი თავად ფლობს კომპანიაში წილს ან არის ინდივიდუალური მეწარმე, 11 შემთხვევაში კი ბიზნესს ოჯახის წევრები ფლობენ. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მედიაში გავრცელებული სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე აქტიურად მიმართავს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტს დაიწყოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების მიზნით. 

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო", ხელმძღვანელი