მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMG4Business - შესაძლოა ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი დაიხუროს

BM.GE
27.01.20 18:40
820
ავტოდილერებისთვის შესაძლოა სომხეთის ბაზარი დაიხუროს, მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

იმის გათვალიწინებით, რომ სომხეთი საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია, ავტოდილერებმა უკვე დაიწყეს შესაძლო რისკებზე საუბარი. მათი თქმით, მას შემდეგ რაც სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით.

ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა. რა ხდება დღეს ავტომობილების ბაზარზე, რა პერსპექტივები აქვთ კომპანიებს და რა გათვლებს აკეთებენ?


ზვიად ზიზიაშვილი - კომპანია "ჯეიეფაისის" დირექტორი