მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-მ დამუხტვადი ჰიბრიდი წარადგინა

BM.GE
10.12.21 08:57
498
გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, ახალი მაღალი გამავლობის ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა. საწარმოო ხაზის ახალ წარმომადგენელს XM ერქმევა და ის კომპანიის M განაყოფის ღირსეული წარმომადგენელი იქნება. ახალი ავტომობილი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მაღალი გამავლობის ავტომობილს 8ცილინდრიანი შიდაწვის ძრავა და ელექტროძრავა ექნება, რომელთაც ჯამში 750 ცხენის ძალისა და 737 მაბრუნებელი მომენტის, იმავე თორქის, გამომუშავება შეეძლებათ.ახალი BMW XM-ის ელექტროძრავას დამოუკიდებლად 50-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება.და გერმანული ავტომწარმოებლის სპიკერმა თავი შეიკავა იმის განმარტებისგან, იგივე სპეციფიკაციები ექნება თუ არა უკვე საწარმოო მოდელს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავტომობილი M კატეგორიით გამოშვებული ყველაზე მძლავრი მანქანა იქნება ისტორიაში.