20.ოქტომბერი .2020 11:36

Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატი დასრულდა

უკან

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დორის ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატზე წარსდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა და მასში 20ი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე და ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას. შესაბამისად, თუ ჩვენ, გვაქვს საუკეთესო გასტრონომიული მემკვიდრეობის ქონის პრეტენზია, მაშინ, ეს ის ადგილია, სადაც ამის დამტკიცება შეიძლება და ფაქტობრივად დავამტკიცეთ კიდეც. ჩვენი ქვეყანა 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. რაც შეეხება წარდგენილ ლანგარს, კონცეფციის შთაგონება ქართული არქიტექტურული ფენომენი - მესხური ოდა იყო.

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - Gastronaut-ის რესტორატორი